როგორ დავწეროთ ლიდი: 10 რამ რაც უნდა გავაკეთოთ და არ გავაკეთოთ

ავტორი: მეგან კრუზი ლიდი არის მთავარი სატყუარა, ანკესი, რომელიც იჭერს მკითხველის ყურადღებას და უბიძგებს მას ამბის წასაკითხად. ლიდმა უნდა გადმოსცეს ისტორიის მთავარი კვანძი და უნდა შეიცავდეს შემდგომ ინფორმაციას: ვინ, რა, როდის, სად, რატომ და როგორ – თუმცაღა, ყველაფერი დასაწყისშივე არ უნდა გაუმხილოს მკითხველს. ჯეკ კაპონმა, რეპორტინგის ექსპერტმა და ავტორმა წიგნისა „სიტყვა: ასოცირებული პრესის გზამკვლევი კარგად დაწერილი ახალი ამბებისთვის,“ სამართლიანად უწოდა ლიდის წერას „საწყის პოზიციაზე დაბრუნების აგონია.“ ბევრი რამ არის დამოკიდებული ლიდზე: სწორედ დასაწყისიდან გამომდინარე გადაწყვეტს მკითხველი, დახარჯოს თუ არა თავისი დრო და გონებრივი ძალა თქვენს მიერ შექმნილ ნაშრომზე, თუ მიანებოს თავი მის კითხვას. ძლიერი ლიდი კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება … Continue reading როგორ დავწეროთ ლიდი: 10 რამ რაც უნდა გავაკეთოთ და არ გავაკეთოთ