შენი აუდიტორიის ჩართვა (მათ შორის, ყველზე რთული ნაწილისაც): მეტი იდეები ექსპერტებისგან

ავტორი: ჯეინ ელიზაბეთ

დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და გამუდმებული სტრესის გამო ნიუსრუმები აუდიტორიას ვეღარ უსმენენ. ამერიკული პრესის ინსტიტუტის კვლევაში ნათქვამია: „აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ ერთმა მეხუთედმა თქვა: „ახალი ამბები ორმხრივი საუბარია.“ ამან შეიძლება ახალი ამბების საიტებზე კომენტარების ან მკითხველთან სხვა სახის ურთიერთქმედების ნაკლებობა გამოიწვიოს. ან შესაძლოა, მედია მუშაკები ამას ნაკლებ მომგებიანად თვლიან, მიუხდავად იმისა, რომ საინფორმაციო ორგანიზაციები თუ საქველმოქმედო ფონდებიც მის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.“

რა გზით უნდა შეძლოს ნიუსრუმმა აუდიტორიასთან უკეთესად ურთიერთობა? ჩვენ შევაგროვეთ რჩევები ზოგიერთი ექსპერტისგან.  

კერი ბრაუნი, რომელიც CUNY-ის სოციალური ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამას ხელმძღვანელობს, გვთავაზობს შემდეგს: ჟურნალისტები კითხვებს ეძებენ მათი მკითხველისთვის და არა პასუხებს. ნიუსრუმები სოციალური მედიის ჯგუფების საშუალებით თხოვენ ადამიანებს,  მონაწილეობა მიიღონ ხმის მიცემაში ან უპასუხონ კითხვებს. შემდეგ კი ეს პასუხები უსასრულო სივრცეში უყურადღებოდ იკარგება. როგორც ბრაუნი ამბობს, „ეს არ არის ჩართულობა“.  

ჯულია ჰასლანგერი კი ამბობს: „შენი აუდიტორია ჭკვიანია და მათ კითხვები გააჩნიათ,  სწორედ, ამ კითხვების მოსმენა არის მათი მომსახურების ბუნებრივი გზა.“

სკოტ კლაინბერგი, გამოცდილი ჟურნალისტი ამბობს, რომ აუდიტორიის მოზიდვა-ჩართულობაზე მუშაობას მნიშვნელოვნად დიდი დრო და გეგმა სჭირდება. ნიუსრუმი ამ პროცესის უპირატესობებს აუცილებლად დაინახავს მომავალში. „ვფიქრობ, აუდიტორიის ჩართულობა გვეხმარება, რომ ჩვენი საქმე უკეთ გავაკეთოთ“, ის იხსენებს ჩიკაგოში რელსებიდან გადავარნილი მატარებლის ამბავს. როგორ გააშუქა ვიღაცამ მატარებლიდან, სანამ ნიუსრუმის ფოტოგრაფი ადგილზე მისვლას მოახერხებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ნიუსრუმს აუდიტორიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ჰქონდა სოციალურ ქსელში, მათ შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ფოტოები, ციტატები და გადამოწმებული ინფორმაცია. „ეს არის ჩართულობა,“ ამბობს კლაინბერგი.

რა თქმა უნდა, ყველა სოციალური ქსელის მომხმარებელს არ და ვერ ექნება ურთიერთობა მედია ორგანიზაციებთან. მაგრამ Charleston Gazette-Mail-ის ციფრული კონტენტის მენეჯერი, გლენ ფლანაგანი ამბობს, რომ ძირითადი პოზიცია შემდეგია: „პატივისცემით მოექეცი ყველა სახის აუდიტორიას“. დაიცავი ბალანსი დიალოგსა და პლატფორმას შორის, რომელიც დებატებისთვისაა განკუთვნილი.

მაგრამ სანამ აუდიტორიასთან ურთიერთობას დაიწყებ, აუცილებელია, სოციალური მედიის მენეჯერების ჯგუფმა შეისწავლოს და გაიგოს აუდიტორიის  შესახებ მეტი. მარტივად,  სოციალური კვლევის მონაცემების გადახედვა ზოგად ინფორმაციას მოგცემს ამა თუ იმ ქალაქის ან რეგიონის შესახებ. უფრო ღრმად ჩახედვა, რა თქმა უნდა, შრომატევადია და ბევრი დრო სჭირდება, მაგრამ ღირებული და მნიშვნელოვანია, ამბობს რუბინა ფილიონი The Intercept-დან. მისმა გუნდმა კვლევა ფოკუს ჯგუფის გამოყენებით ჩაატარა, რომელიც  შედგებოდა მათი მკითხველების, არამკითხველებისა  და იმ ადამიანებისგან, რომლებიც კითხულოდნენ მსგავსი შინაარსის მასალებს, მაგრამ არა Intercept-ს. რამდენიმე ღონისძიების ჩატარებამ გუნდს შესაძლებლობა მისცა, უფრო უშუალოდ ესაუბრა ხალხთან. ფილიონი ამბობს, რომ მათ სცადეს, აქცენტი კონკრეტულ ჯგუფზე გაეკეთებინათ და გაეზარდათ აუდიტორია გარკვეულ სეგმენტში, მაგალითად, ქალებში.

Bostone Globe-ში აუდიტორიის ჩართულობის მენეჯმენტის წარმომადგენელი, ჯეისონ თუოჰეი: „ჩვენ მეტად გამოცდილნი, დახელვნებულნი გავხდით ჩვენი აუდიტორიის გაგებაში“. კონკრეტულად ეს მნიშვნელოანია, რადგან Globe-მა ციფრული გამოწერის საშუალება შექმნა. სწორედ, „ფეისბუქის“ გამოყენებით, მეტი რომ გაიგონ თავიანთი მილიონი გამომწერის შესახებ,  ისინი ე.წ, „ლაიქებს“ სოციალურ ქსელში გამოწერად გადააქცევენ, ამბობს ის. მათ, ვინც უკვე არიან გამომწერები, ასევე შეუძლიათ „ფეისბუქზე“ დახურული ჯგუფის წევრები გახდნენ, დამატებითი კონტაქტისა და ჩართულობისთვის. თუოჰეი ამბობს, რომ ეს სივრცე   „არაჩვეულებრივი ადგილია ექსპერიმენტებისთვის.“

Bostone Globe-ის ყოფილი რედაქტორი, დეივიდ სკოკ ამბობს, რომ ჟურნალისტიკა უნდა იყოს ე.წ. ამბების სერვისი.  „როდესაც შენ ამბებს აქვეყნებ არამხოლოდ „კლიკებისთვის“, არამედ ერთგულებისა და მკითხველის შენარჩუნებისთვის, მაშინ ჟურნალისტიკაც და საზოგადოებაც უკეთესი ხდება.“

წყარო

Leave a reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like