როგორ შევქმნათ კარგი რადიოამბავი

სტატია გამოქვეყნდა BBC.com-ზე

რადიოამბავი სათქმელს მხოლოდ ხმებით გადმოსცემს. კარგი რადიოამბავი შეიცავს ინტერვიუებსა და დამუშავებულ ხმებს, რომელიც ადვილად იქცევს მსმენელის ყურადღებას და ამბავს კრეატიულ და გასართობ ელემენტებს მატებს.

ეს მხოლოდ წესებია, რომლებსაც შეგიძლია მიჰყვე. მაგრამ რაც უფრო კრეატიული იქნები და  რაც უფრო მეტ იდეას შეასხამ ფრთებს, მით უკეთესი. და  როცა რადიოამბების მომზადებას დაიწყებ,გახსოვდეს, რომ პრაქტიკა აუმჯობესებს ნაშრომის ხარისხს.

დავიწყოთ!

რასაც არ უნდა აკეთებდე, მნიშვნელოვანია რომ თავიდან გქონდეს შენი ამბის ძირითადი გეგმა და მონახაზი. თავიდანვე უნდა განსაზღვრო ამბის ხანგრძლივობა და ძირითადი ფოკუსი. ეს დაგეხმარება ინტერვიუებისა და ხმების ეფექტების სწორად შერჩევაშიც.

გაითვალისწინე შემდეგი გარემოებები რადიოამბის დაგეგმვისას: 

კვლევა: მოიძიე ამბავთან დაკავშირებული ინფორმაცია და ფაქტები. უნდა იცოდე ვისთან ჩაწერო ინტერვიუები და რაზე  ესაუბრო მათ.

ხმები: ხმების ეფექტები რადიო რეპორტინგში ძალიან მნიშვნელოვანია. ტელევიზიისგან განსხვავებით აქ არ გაქვს გამოსახულება, რომელიც დაგეხმარება ამბის თხრობაში. ვიდრე რეპორტაჟის მომზადების ადგილზე მიხვალ, იფიქრე რა ხმებს მოუსმენ იქ, რა დაგხვდება და როგორ გამოიყენებ მათ სიუჟეტში. როცა ადგილზე მიხვალ, ხმებს ყურადღებით მოუსმინე. შემდეგ კი ჩაიწერე ეს ხმები. მაგალითად, სკოლაში ასეთი ხმები შეიძლება იყოს სკოლის ზარი, მოსწავლეების ჟრიამული სათამაშო მოედანზე, საკლასო ოთახის ხმაური, სპორტის გაკვეთილი და ა.შ.

ბუნებრივი ხმები: რა ხმასაც არ უნდა იწერდე, დარწმუნდი რომ მხოლოდ ეს ხმა გესმის და თან არავის საუბარი ერთვის (მათ შორის არც შენი). როცა რეპორტაჟის აწყობას დაიწყებ, ნახავ რომ სუფთა ბუნებრივი ხმები ძალიან დაგჭირდება.

ინტერვიუები: ყურადღებით მოუსმინე რესპონდენტის პასუხებს და თუ ხვდები, რომ ეს ის არაა, რაც შენ გინდა, განმეორებით დასვი იგივე კითხვა. ჩაიწერე რესპონდენტის სახელი და გვარი.

რა გჭირდება კარგი რადიოამბისთვის?

  • ინტერვიუს ჩანაწერები
  • ბევრი ხმა
  • ბუნებრივი ხმები, რომელსაც გადასაფარად გამოიყენებ
  • თხრობა: ამისთვის, შეგიძლია, ჩაიწერო შენი ხმა სიუჟეტის ადგილზე ყოფნისას, მოყვე ამბავთან დაკავშირებული მთავარი ფაქტები, აღწერო გარემო, სადაც იმყოფები და წარადგინო რესპონდენტები. ან მოგვიანებით შეგიძლია გადასვლები სტუდიაში ჩაწერო, როცა ბოლომდე დაალაგებ სათქმელს

ახლა ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა შეურიო!

ცადე შემდეგი ნაბიჯები:

ნაბიჯი 1: დაწერე შენი ამბის მოკლე აღწერა, რომელსაც გადაცემის წამყვანი წაიკითხავს სიუჟეტის გასვლამდე. ეს აღწერა იქნება შენი ამბის სათაურივით და მთავარ როლს ითამაშებს მსმენელის ყურადღების დაპყრობაში.

ნაბიჯი 2: დაიწყე ამბის აწყობა. უმჯობესია, თუ თავიდან ბუნებრივ ხმებს გამოიყენებ, რომელიც მსმენელს მოქმედების ადგილის აღქმაში დაეხმარება.

ნაბიჯი 3: განავითარე ამბავი. აქ შეგიძლია დაამატო: your voice from the studio

  • შენი ხმები სიუჟეტის ადგილიდან your voice from location
  • რესპონდენტის ხმა – 20 ან 30 წამი ინტერვიუდან (აარჩიე საუკეთესო მომენტი)

ნაბიჯი 4: შემდეგ კი აურიე ეს ელემენტები იმ თანმიმდევრობით, როგორც ამბის სტრუქტურას შეეფერება, საინტერესოა და უზრუნველყოფს ამბის ობიექტურ თხრობას.

რჩევაშეგიძლია, გამოიყენო ბუნებრივი ხმები ამ ელემენტებს შორის გადასვლების შესამსუბუქებლად. თუ სათამაშო მოედნის ხმებიდან უცებ  საკლასო ოთახში ჩაწერილ ინტერვიუზე გადახვალ, მოულოდნელი ნახტომი გამაღიზიანებელი იქნება მსმენელისთვის. ბუნებრივი ხმების ჩაჩუმებითა და წინ წამოწევით კი ამ ხისტი გადასვლების რეგულირება შეიძლება.

თავიდან ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ პრაქტიკა დაგეხმარება თანდათან უკეთესი რადიოამბების შექმნაში.

წყარო

Leave a reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like