რჩევა სატელევიზიო ჟურნალისტებისთვის, რომლებიც, შეიძლება, არ იცით (მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ)

ავტორი: ლეს როუზი

1 .იცოდეთ თქვენი კურატორის სახელი. ისინი ბევრად უფრო რთულ სამუშაოს ასრულებენ, ვიდრე თქვენ ოდესმე მოგიწევთ.

2.  ისწავლეთ შეარჩიოთ საუკეთესო სენდვიჩი, რომელიც არ დაიშლება, როდესაც საჭესთან იქნებით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ცივი ყავა ამჯობინოთ ცხელს. გზა არ არის ყოველთვის კარგად გამართული.

3. თუ ვინმე დროს გამონახავს, რომ რჩევა მოგცეთ, თუნდაც ამ რჩევიდან  99%  უვკე ისედაც იცოდეთ, მოუსმინეთ ზრდილობიანად. დარჩენილმა ერთმა პროცენტმა,  შესაძლოა, თქვენი კარიერა შეცვალოს.

4. ვინც მართავს მანქანას, რადიო სადგურის არჩევაც მისი პრივილეგიაა. ეს კანონია.

5. იფიქრეთ, როგორია იყოთ სხვა ადამიანი, რომელიც თქვენ არ გგავთ და მოულოდნელად თქვენი ისტორია უკეთესი გახდება.

6. არ მოგწონთ თქვენი “ლაივ”კადრები როგორ გამოიყურება? დაწერეთ უფრო სწრაფად. ამის შემდეგ გექნებათ დრო შესაბამისი განათებისთვის.

7. გაუზიარეთ დიდება ყველას, ახალი ამბების რედაქტორს, რომელმაც შესაძლებელი გახადა თქვენი ამბის შექმნა, დავალების გამნაწილებელს, ფოტოგრაფს, ტექნიკოსს, რომელმაც შემოიტანა თქვენი “ლაივ” სიგნალი.

8. იყავით კეთილგანწყობილი სტაჟიორების მიმართ და დაეხმარეთ მათ, როდესაც შეგეძლებათ. როგორ იცით, ეს უკან დაგიბრუნდებათ.

9. არ იჭორაოთ ნიუსრუმში, თუ ეს არ ეხება მფლობელის შეცვლას.

10. შექმენით საშუალო და მოსაწყენი ამბებისგან საუკეთესო, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სწორედ ასე ხდებით უკეთესი. საკმაოდ მარტივია.

11. თუ თქვენ გაგიმართლათ და შრომისმოყვარე  ოპერატორი გყავთ, ღვთის გულისთვის, ატარეთ შტატივი და ხანდახან ლანჩი უყიდეთ.

12. გაქვთ ზედმეტი 90 წამი თქვენი ამბისთვის? შემოდით ეთერში ადრე და თქვენს პროდიუსერს ეყვარებით. სამაგიეროს გადახდის დრო მაშინ მოვა, როდესაც ნამდვილად შესანიშნავი ამბავი გაქვთ და მეტი დრო გჭირდებათ სამუშაოდ.

13. ვინმე, ვისი გვარიც კარდაშიანია ახალი ამბავი არ არის. არასდროს.

14. რეალით ტელევიზიაში რეალური არაფერია.

15. თქვენ ხართ ნამდვილი ახალი ამბავი. ამის თქმით ჩვენ ყოველდიურად თავიდან უნდა აღვადგინოთ ჩვენდამი ხალხის ნდობა.

16. ქალაქის მერზე საუბარი სამართლიანი თამაშია. მის მეუღლესა და განსაკუთრებით, შვილებზე – ა რ ა!

17. მეგობრებს გაიჩენთ ყველაზე უჩვეულო ადგილებში: ახალი ამბების გმირები, კოლეგები სხვა მედიებიდან, პოლიცია.

18. ქალბატონებო და ბატონებო, არ დაქორწინდეთ ადგილბრივ პოლიციელზე.

19. მუდამ გახსოვდეთ: ჟურნალისტიკა და ჟურნალისტები მნიშვნელოვანია. დიქტატორები, რომლებიც ქვეყანას ხელში ჩაიგდებენ, პირველად ჩვენ გვაჩუმებენ.

20. არასდროს ყოფილა შიმშილი თავისუფალი პრესის მქონე ქვეყანაში, რადგან ჟურნალისტები გაარკვევენ, სად არის საკვები.

21. არასდროს დაგავიწყდეთ, რამდენი ჟურნალისტი მოკლეს, ტყვედ აიყვანეს ან აწამეს უბრალოდ სიმართლის თქმისათვის. პატივი ეცით მათ ხსოვნას.

22. ჩემი პარტნიორი, ბობ დოტსონი ამბობს ხოლმე, „იპოვეთ იმედი და თქვენი მასალითაც გადმოეცით ეს იმედი.“

წყარო

Leave a reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like