რჩევები ინტერვიუსთვის, რომელიც ყველა ჟურნალისტს სჭირდება

ავტორი: დანა ლიბელსონი

ინტერვიუს წარმართვის უნარების მუდმივი განვითარება აუცილებლად წაადგება ორივეს – გამოცდილ რეპორტიორსაც და ახალბედასაც.

შენს შემდეგ ინტერვიუზე აი, ამ ხუთი რჩევით აღჭურვილი მიდი, რომლებიც „ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელმა“ შემოგვთავაზა.

აუცილებლად, ნახე მოცემული ლინკები უფასო ციფრული საშუალებების შესახებ, ასევე მედიაექსპერტების სახელმძღვანელო რჩევები ინტერვიუსთვის.

  1. იყავი მომზადებული

როგორც კარგი მოლაშქრე, ჟურნალისტიც უნდა მოემზადოს ინტერვიუსთვის. საწყის ეტაპზე, უნდა შეისწავლო შენი რესპონდენტი და ნახო, რა ინფორმაცია იძებნება მასზე. სწრაფმა გადამოწმებამ გუგლის ახალ ამბებში, კომპანიის შესახებ რაიმეს გაგებამ ან შენი რესპონდენტის ტვიტერის გვერდის შემოწმებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი, ღირებული ინფორმაცია მოგცეს. გონებაში შავად ჩამოწერე ყველა კითხვა, რომელიც შენი სტატიის შესაქმნელადაა საჭირო.   

2. ითამაშე იმეილ ინტერვიუს წესებით

რეპორტიორებისთვის იმეილი ეფექტური გზაა ციტატების მისაღებად, წინასწარი მცირე გაფრთხილება-შეთანხმებით. იმისათვის, რომ წყარო წაახალისო, უბიძგო, ინტერვიუს მონაწილე გახდეს, აიცილებელია გაეცნო მას, თუ ვინ ხარ. მოკლედ აუხსნა ამბავი, წარუდგინო შესაბამისი სტატიები, რომლებიც ადრე გამოგიქვეყნებია ამ თემასთან დაკავშირებით და, რაც ყველაზე მთავარია, დაუთქვი კონკრეტული დრო, რომლისთვისაც ინტერვიუ მზად უნდა იყოს. დამატებით, ყოველთვის შესთავაზე სატელეფონო ინტერვიუც, ნაცვლად მეილებისა და აუცილებლად დაიცავი პროფესიული პროტოკოლი (არავითარი „სმაილები“ ან  არანაირი ორიგინალური ჩარჩოები ციტატისთვის). 

3. არ დანებდე, როდესაც პროცესი მძიმდება

თავისი საქმიანობის დროს ყველა ჟურნალისტს შეიძლება ჰქონდეს ურთიერთობა უხეშ რესპონდენტებთან. მაგრამ მოულოდნელი შეტევისგან თავდაცვას, აჯობებს წინასწარ განსაზღვრო, რას მოიმოქმედებ უხეშ, წინააღმდეგობით სავსე რესპონდენტთან და მოემზადო. შეინარჩუნე სიმშვიდე, თავაზიანობა და ზრდილობა, არ მისცე რესპონდენტს საშუალება თემიდან გადაუხვიოს. დარწმუნებული იყავი, რომ არ წამოეგები პროვოკაციაზე. კრიტიკისთვის ციტატები მოიშველიე – შენი პირადი შეფასებები არა.

4. მიმოიხილე, მიმოიხილე, მიმოიხილე

ინტერვიუს შემდეგ, მცირე შესვენების გამო შენი უბისწიგნაკის ცოტახნით გვერდზე გადადება, მხოლოდ შენ გავნებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არეული ჩანეწერების გაშიფვრას ეხება. გადახედე შენს ჩანაწერებს საუბრის დასრულებისთანავე, ვიდრე კიდევ კარგად გახსოვს ინტერვიუ. აუცილებლად დარწმუნდი, რომ ყველა ტერმინსა თუ ციტატას, რომლებსაც განსაკუთრებული განმარტება სჭირდება, მოინიშნავ და ყურადღებას გაამახვილებ.

წყარო

Leave a reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like