ჟურნალისტური ტექსტის ენა და სტილი

ავტორი: ჯულია როჯერსი

წიგნის „გაშუქება მედიისთვის“ (Reporting for Media) მესამე და მეოთხე თავები, სწორედ ახალი ამბების წერის ენასა და სტილს ეთმობა. კარგი სტატია ობიექტური, ფაქტებით გაჯერებული, მარტივი ენითაა დაწერილი და აუცილებლად ნათლად წარმოაჩენს მთავარ აზრს.

„ლიდი“ ეს არის სტატიის პირველი აბზაცი, რომელიც შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას და საინტერესო ფორმითაა გადმოცემული. „ლიდმა“ უნდა დაარწმუნოს მკითხველი, აღძრას მასში ინტერესი, რათა სტატია ბოლომდე წაიკითხოს. მაგალითად, New York Times-ის ამ სტატიაში „აშშ 3000 სამხედროს გამოყოფას აპირებს აფრიკაში ებოლასთან ბრძოლისთვის“, ავტორებმა ჰელენ კუპერმა, მაიკ შეარმა და დენის გრედიმ, მკითხველში ინტერესი ძლიერი ზმნების გამოყენებით აღძრეს. ძლიერ ზმნებს უფრო დიდი გავლენა აქვს მკითხველზე. ლიდშივეა გამოყენებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა „დაპირისპირება“, „გლობალური“, „განცხადება“ და „სასამართლო დავა“. ამ სიტყვების გამოყენების მიზანია, ტრაგედიის ჩვენება და ყურადღების გამახვილება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ებოლასთან ბრძოლა.

როდესაც ჟურნალისტურ ტექსტს ვწერთ მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ სიტყვების შერჩევას. არამხოლოდ ზმნებს, არამედ სხვა სიტყვებსაც. აუცილებელია, გავამარტივოთ ისინი, რათა ფართო აუდიტორიისთვის იყოს გასაგები.

მაგალითად, ისეთ პუბლიკაციებში, როგორიც New York Times-ში გვხვდება, რომელსაც მრავალფეროვანი მკითხველი ჰყავს, ტექსტი არ უნდა დავამძიმოთ რთული სიტყვებით და ზედმეტად აკადემიური ან სპეციფიკური ენით.

როდესაც ჟურნალისტურ ენას ვირჩევთ, ჩვენი მიზანი მხოლოდ კონკრეტული აუდიტორიისთვის გასაგებად წერა არაა, არამედ ის ყველასთვის მისაღები და ადეკვატური უნდა იყოს. ხშირად, ბევრ გაზეთში გვხვდება სტატიები სენსიტიურ თემებზე, როგორიცაა მკვლელობა და გაუპატიურება (როგორც  ამ სტატიაში new DNA test). ჟურნალისტს უნდა ახსოვდეს, რომ მისმა შერჩეულმა სიტყვებმა თუ, ზოგადად, ენამ შესაძლოა, ავნოს ვინმეს. ეთიკურმა ჟურნალისტმა კარგად იცის რა შინაარსის სტატიას აქვეყნებს და ზუსტად იცის, როგორ მიაწოდოს მკითხველს ასეთი მძიმე ახალი ამბები.

მაგალითად, New Your Times-ის წინადადებების ზომა უფრო დიდია და ენაც უფრო რთული სხვა გაზეთებთან შედარებით. გამოცემა თვლის, რომ მას უფრო ინტელექტუალური მკითხველი ჰყავს.

კარგი ჟურნალისტი აუცილებლად დაწერს აბზაცს, რომელიც მხოლოდ სამი წინადადებისგან შედგება, თუ უფრო ნაკლებიც არა. ეს წინადადებები სრულიად საკმარისია მთავარი ფაქტების გადმოსაცემად. ზოგიერთი აბზაცი მხოლოდ ერთი წინადადებაა, თუმცა, სრულიად საკმარისი ამბის თხრობისთვის.

ამავდროულად კი, New York Times-ის აბზაცები თითქმის საგაზეთო სტატიის ზომას უტოლდება. წინადადებებიც, შესაბამისად, ჩვეულებრივზე დიდია. წიგნის „გაშუქება მედიისთვის“  მიხედვით, წინადადება 15-20 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს. ერიკ ეკჰოლმის ზემოთხსენებულ სტატიაში, საშუალოდ, წინადადება 38 სიტყვისგან შედგება. როგორც უკვე ვთქვით, გამოცემა (New York Times) თვლის, რომ უფრო აკადემიური აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, მისი ენაც მეტად სპეციფიკური და რთულია.

წყარო

Leave a reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like